Accentnews.ge
ჰელსინკის კომისია ბლინკენს, მათ შორის ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ჰელსინკის კომისია ბლინკენს, მათ შორის ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

31/07/2024 07:07:15 პოლიტიკა

აშშ-ის ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახელმწიფო მდივნ ენტონი ბლინკენს, მათ შორის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია 26 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომელიც კომისიის ცნობით, ბლინკენს გაეგზავნა.

"მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, დაიწყოს, ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესების პროცესი საქართველოში კორუფციისა და მავნე გავლენის ძირითადი კვანძების წინააღმდეგ, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო წრის წინააღმდეგ",– ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ კონგრესმენები: ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვეისი.

კონგრესმენების თქმით, "მეტი სასწრაფო და გადამწყვეტი ზომებია მისაღები საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით".

"ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლო განცხადებას სავიზო პოლიტიკის შეზღუდვის შესახებ მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძლიერი ნაბიჯი თბილისში მზარდი ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ. თუმცა ადგილზე მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვაფიქრებინებს, რომ სასწრაფოდ არის საჭირო მეტის გაკეთება საქართველოს მოსახლეობის დასაცავად".

ამასთან, კონგრესმენები დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან ერთობლივ წერილში აცხადებენ, რომ "თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელი ზურგს უმაგრებს საქართველოს მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას” და როგორც ჩანს ეს ქოლ-ცენტრები საქართველოში წარმოადგენს რგოლს კორუმპირებულ აქტორებს შორის, ასევე რუსეთში სხვა კლეპტოკრატ კოლეგებთან".

კონგრესმენები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ "ეს ქოლ-ცენტრები იყო მობილიზებული, სხვადასხვა მიზნით სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათი ოჯახის წევრების შევიწროებისა და დაშინებისთვის":

„გვჯერა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა, შეერთებული შტატებისა და მეგობარი ქვეყნების სამართალდამცველ ორგანოების თანამშრომლობით, გარდაუვალად, სწრაფად, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს სისტემური ზომები მსგავსი ქოლ-ცენტრების ქსელის წინააღმდეგ, საერთაშორისო მასშტაბით, მათი ქმედებების აღმოსაფხვრელად“.

კონგრესმენები წერილში წერენ, რომ მათი შეფასებით, ეს სანქციები სრულ შესაბამისობაშია მათ კანონპროექტთან, რომლის სახელწოდებაცაა „MEGOBARI Act“.

"ეს კანონმდებლობა ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენებს“,- ნათქვამია წერილში.

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რესპუბლიკელი ჯო ვილსონის ინიციატივას MEGOBARI Act 11 ივლისს დაუჭირა მხარი.

ამავე თემაზე: ო'ბრაიენი – სანქციებზე: აქტიურად განვიხილავთ ჩვენს ვარიანტებს ამ მიმართულებით.

ო'ბრაიენი "ქართულ ოცნებას" "უკან დასაბრუნებელ გზას" სთავაზობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S