Accentnews.ge
კიევზე წელს ყველაზე მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან, უკრაინელებმა 40–ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს

კიევზე წელს ყველაზე მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან, უკრაინელებმა 40–ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს

31/07/2024 06:53:28 მსოფლიო

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქებზე მორიგი მასირებული საჰაერო შეტევა განახორციელეს. შეტევის სამიზნე იყო კიევიც.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი პოპკოს ცნობით, 31 ივლისის ღამეს, რუსების მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმა წელს ყველაზე მასშტაბური იყო.

კიევში საჰაერო განგაში შვიდ საათს გაგრძელდა.

საჰაერო თავდაცვამ უკრაინის დედაქალაქის შემოგარენში რუსების მიერ გაშვებული 40-ზე მეტი დრონი გაანადგურა.

პოპკოს განცხადებით, ამ დროისთვის რუსების თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S