
ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ლაშა ბექაური იასპარეზებს
31/07/2024 06:28:15 საზოგადოება
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90კგ) იასპარეზებს.
შეხვედრა თბილისის დროით, 12:00 საათიდან დაიწყება.
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიადაზე ერთი მედალი აქვს მოპოვებული. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.
ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.