Accentnews.ge
ისრაელი: დარტყმა განვახორციელეთ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე, სამიზნე "ჰეზბოლას" ერთ-ერთი მეთაური იყო

ისრაელი: დარტყმა განვახორციელეთ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე, სამიზნე "ჰეზბოლას" ერთ-ერთი მეთაური იყო

30/07/2024 19:25:02 მსოფლიო

ისრაელის არმიის ცნობით, დარტყმა განახორციელეს ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე და სამიზნე "ჰეზბოლას" ერთ-ერთი მეთაური იყო.

"ეს მეთაური პასუხისმგებელია, მათ შორის გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდალ-შამსში ბავშვების მეკვლელობაზე", – აცხადებენ არმიაში.

როგორც Reuters ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება, ბეირუთის გარეუბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

"ლიბანის შეიარაღებული გაერთიანების "ჰეზბოლას" ოპერაციული ცენტრის ხელმძღვანელი მუჰსინ შუკრმა ისრაელის თავდასხმას გადაურჩა" განუცხადეს გამოცემას უსაფრთხოების სამსახურის ორმა მაღალი რანგის წყარომ.

ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება გაუარესდა შარშან 7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმისა და ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S