
ტატო გრიგალაშვილი: ბევრისთვის აქ მოხვედრაა საოცნებო, მაგრამ ჩემს მედალს ფერი აკლია
30/07/2024 18:12:18 საზოგადოება
პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ქართული მედალი ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.
იგი 81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელ ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
"ოლიმპიურ ოქრომდე, საოცნებო მიზნამდე ცოტა დაგვაკლდა. ძალიან საწყენია. ბევრისთვის აქ მოხვედრაა საოცნებო, მაგრამ… ჩემს მედალს რაღაც აკლია, ფერი აკლია…“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ბრძოლის შემდეგ გრიგალაშვილმა.