
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯემალ ტაბიძე კარიერას რუსული მაჰაჩყალის „დინამოს“ შემადგენლობაში გააგრძელებს
30/07/2024 17:54:01 საზოგადოება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯემალ ტაბიძე კარიერას რუსული მაჰაჩყალის „დინამოს“ შემადგენლობაში გააგრძელებს, – იუწყება კლუბი.
28 წლის ცენტრალური მცველი ევროპის ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადში იყო და ტურნირის შემდეგ პრეზიდენტისგან ღირსების ორდენითაც დაჯილდოვდა.
2023/24 წლების სეზონში ფეხბურთელი ბერძნულ "პანეტოლიკოსში" თამაშობდა.