
თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა, არის მსხვერპლი
30/07/2024 14:26:29 საზოგადოება
თუშეთისკენ მიმავალ ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა ორი მგზავრი, მათ მრავლობითი დაზიანებები აქვთ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენი მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლი სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.