
ლატვიამ ირაკლი ფირცხალავა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა
30/07/2024 13:47:25 საზოგადოება
ლატვიამ ირაკლი ფირცხალავა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და მას ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ბაიბა ბრაჟეს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის საემიგრაციო კანონმდებლობას ეფუძნება, თუმცა ზუსტი მიზეზი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ფირცხალავას რიგაში მდებარე კლუბში 2 აგვისტოს კონცერტი უნდა გაემართა.