Accentnews.ge
1.7 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა – რომელი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ საქართველოს

1.7 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა – რომელი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ საქართველოს

30/07/2024 12:02:21 საზოგადოება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1.7 მილიონი არარეზიდენტი მოგზაურის შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 4.2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

1.7 მილიონიდან 1.5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტი იყო, რაც 4.6%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი.

საერთაშორისო ვიზიტორების 77.2% ტურისტები, 18.8% ექსკურსანტები, ხოლო 4% როგორც ტურისტები, ისე ექსკურსანტები იყვნენ.

უცხოელი ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა (22.5%) თურქეთიდან იყო. მეორე ადგილზეა რუსეთი – 20.9%-იანი წილით, მესამეზე სომხეთი – 10.6%-ით.

მეოთხე პოზიციაზე არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვა ქვეყნის რეზიდენტები არიან, რასაც მოსდევს ისრაელი, აზერბაიჯანი, ირანი და უკრაინა. ევროკავშირის ქვეყნების ჯამური ვიზიტები კი ლიდერი სამი ქვეყნის მაჩვენებელს ჩამორჩება.

საქსტატის მონაცემებით, ვიზიტორების უმრავლესობა, 46.9%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S