
ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია
30/07/2024 11:05:48 საზოგადოება
ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია.
მერვედფინალში გრიგალაშვილი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.