Accentnews.ge
წვიმა, სეტყვა, ქარი, წყალმოვარდნები – სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

წვიმა, სეტყვა, ქარი, წყალმოვარდნები – სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

30/07/2024 08:51:21 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში - ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში საფრთხის დონე მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე - საშუალო).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S