
მედია: უნგრეთმა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შესვლა გაამარტივა
30/07/2024 08:42:44 მსოფლიო
პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ გადაწყვიტა, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებს გაუმარტივოს უნგრეთის ტერიტორიაზე შესვლის წესები.
როგორც გერმანული RND იუწყება, მოსკოვში ორბანის ვიზიტის შემდეგ, უნგრეთმა რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები ჩართო „ნაციონალური ბარათების” პროგრამაში. ამ ბარათებს ორი წლის ვადით და გახანგრძლივების პერსპექტივით აძლევენ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც უნგრეთში მუშაობა სურთ. 2024 წლის გაზაფხულზე უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უცხოეთიდან ელოდება 65 000-მდე მუშახელს.
ევროკავშირის დონეზე უნგრეთის „ნაციონალური ბარათების” მფლობელების შემოწმება არ ხდება, ამიტომ ბუდაპეშტის გადაწყვეტილებამ უკვე გამოიწვია მეზობელი ქვეყნების შეშფოთება.
იმ ფონზე, როცა რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ჰიბრიდული შეტევებით ევროპის დასასუსტებლად, ევროკავშირის ტერიტორიაზე ამ ქვეყნის მოქალაქეების უკონტროლოდ შეშვება არასწორია,– უთხრა ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ RND-ს.