Accentnews.ge
კახეთში გატაცებული 23 წლის ქალი იპოვეს

კახეთში გატაცებული 23 წლის ქალი იპოვეს

30/07/2024 07:28:45 სამართალი, საზოგადოება

კახეთში გატაცებული ქალი იპოვეს. ის პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.

არსებული ცნობებით, გამტაცებლები მიმალვაში არიან.

"ახლა თავს ნორმალურად გრძნობს... პოლიციას უამბო, როგორ ემუქრებოდნენ იარაღით, ემუქრებოდნენ მშობლების დახოცვითაც... გვითხრეს, რომ გამტაცებლები გაქცეულები არიან...",– ყვება ახალგაზრდა ქალის მამა.

23 წლის ქალი 29 ივლისის დილას გაიტაცეს. ოჯახის ცნობით, ჩასაფრება სახლთან მეზობელმა სამ პირთან ერთად მოაწყო. სხეულის დაზიანებები მიიღეს გატაცებულმა და მისმა ბებიამ, რომელიც შვილიშვილის დახსნას ცდილობდა.

„ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ყვებოდა გატაცებულის ბიძა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მუხლი 8–დან 12– წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S