Accentnews.ge
უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე ენერგოობიექტებზე იერიში დაადასტურა

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე ენერგოობიექტებზე იერიში დაადასტურა

30/07/2024 05:31:44 მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრმა თავდაცვის ძალების სხვა შემადგენლობასთან ურთიერთქმედებით რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე ელექტროქვესადგურებზე იერიში მიიტანა, –აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

მისი ინფორმაციით, შეტევის გამო მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო, სულ მცირე, ოთხი ქვესადგურის რაიონში.

უკრაინა დარტყმების შედეგებად ასახელებს კურსკის, პონიროვსკის და სოლნცევსკის რაიონების ენერგომომარაგების შეფერხებას.

გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის ჯარებისთვის კანონიერი სამიზნეა რუსეთის მრეწველობა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომზე მუშაობს.

გენშტაბს არ დაუკონკრეტებია, რა საშუალებებით დაარტყეს რუსეთის ამ ობიექტებს.

29 ივლისს კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 19 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. სმირნოვის თანახმად, დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა ექვს, მათ შორის კურსკის, პონიროვსკის და სოლნცევსკის რაიონებში, სადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საავტომობილო ხიდი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S