Accentnews.ge
"ვაგნერმა" მალიში შეტაკება და დანაკარგები დაადასტურა

"ვაგნერმა" მალიში შეტაკება და დანაკარგები დაადასტურა

29/07/2024 12:31:39 მსოფლიო

რუსულმა სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერმა" დაადასტურა მალიში თავდასხმა და დანაკარგი.

კერძოდ, დაჯგუფების განცხადების მიხედვით, მძიმე შეტაკებები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ტინზაუტინის კომუნის მახლობლად 22-დან 27 ივლისამდე გრძელდებოდა, რომელშიც მონაწილეობდნენ "ვაგნერის" მე-13 მოიერიშე ბრიგადა და მალის შეიარაღებული ძალების სამხედროები",. მათ დანაყოფს მეთაურობდა სერგეი შევჩენკო, ზედმეტსახელად "პრუდი". ხოლო მოწინააღმდეგეს ტუარეგი სეპარატისტების გაერთიანება, აზავადის მოძრაობის კოორდინაციისა (CMA) და ალ-კაიდის საჰელის განშტოების (ჯამაათ ნასრ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინ) წევრების ალიანსი წარმოადგენდა.

როგორც "ვაგნერის" განცხადებაშია ნათქვამი, "პრუდის" ჯგუფი მათ ბოლოს 27 ივლისს დაუკავშირდა და შეატყობინეს, რომ მხოლოდ ორნი იყვნენ დარჩენილი. სერგეი შევჩენკო შეტაკების დროს მოკვდა.

გასულ დღეებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც მალიში დახოცილი "ვაგნერელები" ჩანდნენ. ტუარეგები და არაბები დახოცილ რუს დაქირავებულ სამხედროებს ძარცვავდნენ და მათ ფონზე პოზირებდნენ. მოკლულთა შორის არის "ვაგნერთან" დაკავშირებული ტელეგრამ-არხი GREY ZONE-ის ადმინისტრატორი ნიკიტა ფედიანინი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S