Accentnews.ge
ეთერ ლიპარტელიანი მეოთხედფინალში დამარცხდა და ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს

ეთერ ლიპარტელიანი მეოთხედფინალში დამარცხდა და ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს

29/07/2024 11:50:45 საზოგადოება

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობს.

ქართველი მეოთხედფინალში ბრაზილიელ ოლიმპიურ ჩემპიონთან, რაფაელა სილვასთან ორი ვაზარით დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ პარიზში ძიუდოს ტურნირზე საქართველოდ ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.

დღეს პარიზის ოლიმპიადაზე სამი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა. ესენია: ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, 57 კგ) და ლაშა გურული (კრივი, 63.5 კგ). დღეს ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S