Accentnews.ge
ეთერ ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ეთერ ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

29/07/2024 09:20:45 საზოგადოება

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობს.

ლიპარტელიანმა მერვედფინალში გასასვლელად ბრიტანელი ლელ ნაირნი იპონით დაამარცხა. შემდეგ დაპირისპირებას ეთერი კოტ’დივუარელ დაბონესა და უზბეკ ამინოვას შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ პარიზში ძიუდოს ტურნირზე საქართველოდ ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.

დღეს პარიზის ოლიმპიადაზე სამი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა. ესენია: ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, 57 კგ) და ლაშა გურული (კრივი, 63.5 კგ). ცოტა ხნის წინ ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S