
მედია: გიორგი ქოჩორაშვილის შეძენით ლა ლიგის გუნდები დაინტერესდნენ
29/07/2024 07:28:36 საზოგადოება
გიორგი ქოჩორაშვილის შეძენით ლა ლიგის ორი გუნდი, ვიგოს „სელტა“ და „ესპანიოლი“ დაინტერესდა, – ამის შესახებ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ინფორმაციას Mundo Levante-ს ჟურნალისტი ენრიკ მარტინი ავრცელებს.
„გიორგი ქოჩორაშვილით, ოფიციალური შეთავაზებების გარეშე, ესპანეთში ორი გუნდია დაინტერესებული – ვიგოს „სელტა“ და „ესპანიოლი“, მაგრამ ის ახლა თუ წავა, სავარაუდოდ, ევროპის სხვა ლიგაში, სერია A-ში“, – აცხადებს ესპანელი ჟურნალისტი.
Mundo Levante–ს ინფორმაციით, „ესპანიოლსა“ და „სელტას“ „ლევანტესთვის“ ოფიციალური შეთავაზებით ჯერ არ მიუმართავთ. ქოჩორაშვილის აყვანის ყველაზე რეალური კანდიდატები იტალიის სერია A-ს წარმომადგენლები – „ლაციო“ და „ტორინო“ არიან“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი მიმდინარე ზაფხულში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შეუცვლელი წევრი იყო, მან ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
25 წლის ქართველ ფეხბურთელს ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის „ლევანტესთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.