
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
29/07/2024 06:44:51 საზოგადოება
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაღუპულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.
მომხდარის შედეგად ერთი პირი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.