Accentnews.ge
რუსეთის კურსკის, ბელგოროდის, ლენინგრადის, ვორონეჟის, ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის კურსკის, ბელგოროდის, ლენინგრადის, ვორონეჟის, ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

29/07/2024 06:40:11 მსოფლიო

რუსეთის კურსკის, ბელგოროდის, ლენინგრადის, ვორონეჟის, ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "39 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხუთ რეგიონში – კურსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს 19 დრონი, ბელგოროდში – ცხრა, ვორონეჟში – სამი, ბრიანსკში – ხუთი და ლენინგრადის ოლქის თავზე – 3".

ამ განცხადებაში საუბარი არაა ორიოლის ოლქის შესახებ, თუმცა მისმა გუბერნატორმა ანდრეი კლიჩკოვმა ღამით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და ელექტროსადგური დაზიანდა.

"გლაზუნოვსკის რაიონში მტრის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დაშავებულები არ არიან, თუმცა, ადგილობრივ ელექტროსადგურზე არის დაზიანება", – დაწერა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S