Accentnews.ge
BBC: რუსეთის საზღვაო ძალების აღლუმზე არ იყო გემები, რომლებიც უკრაინამ დაზიანებულად, ან განადგურებულად გამოაცხადა

BBC: რუსეთის საზღვაო ძალების აღლუმზე არ იყო გემები, რომლებიც უკრაინამ დაზიანებულად, ან განადგურებულად გამოაცხადა

29/07/2024 04:44:36 მსოფლიო

რუსეთის საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილ მთავარ აღლუმზე, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიმართა, არ გამოჩენილა არც ერთი გემი, რომელიც უკრაინის არმიის სარდლობამ განადგურებულად, ან დაზიანებულად გამოაცხადა, - იუწყება BBC.

საერთო ჯამში, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინელი სამხედროები ოკუპანტების 20-ზე მეტ გემს დაესხნენ თავს, მათგან, სულ მცირე, შვიდი განადგურდა.

გამოცემის ცნობით, 28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში გამართული საზღვაო აღლუმის ტრანსლირებისას რუს მაყურებელს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მხოლოდ ორი ხომალდი აჩვენეს. საერთო ჯამში, მასში მონაწილეობა მიიღო ოცდახუთმა მცურავმა ხომალდმა. შედარებისთვის - 2021 წელს, საზღვაო ძალების აღლუმზე ზუსტად ორჯერ მეტი იყო.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინელებმა ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი „მოსკოვი“, უახლესი კორვეტი „სერგეი კოტოვი“, დიდი სადესანტო გემები „სარატოვი“, „ნოვოჩერკასკი“, „ცეზარ კუნიკოვი“, რამდენიმე სადესანტო და საპატრულო კატარღა გაანადგურეს, ან დააზიანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S