Accentnews.ge
რობერტ მიულერმა, რომელიც ტრამპის საარჩევნო შტაბის რუსეთთან შესაძლო კავშირებს იძიებდა, თანამდებობა დატოვა

რობერტ მიულერმა, რომელიც ტრამპის საარჩევნო შტაბის რუსეთთან შესაძლო კავშირებს იძიებდა, თანამდებობა დატოვა

29/05/2019 16:41:27 სხვა, მსოფლიო

აშშ–ის სპეცპროკურორი რობერტ მიულერი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის რუსეთთან შესაძლო კავშირებს იძიებდა, თანამდებობიდან გადადგა. 

მიულერის თქმით, მისი გუნდი პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენას არც განიხილავდა, ვინაიდან ეს არაკონსტიტუციური იქნებოდა. პროკურორი აღნიშნავს, რომ უსამართლობა იქნებოდა, კრიმინალის ჩადენაში პოტენციურად დაედანაშაულებინათ ადამიანი, რომელიც სასამართლოს წინაშე ვერ წარდგებოდა და თავის დაცვას ვერ შეძლებდა. 

ყოფილი სპეციალური პროკურორის თქმით, ის ტოვებს იუსტიციის დეპარტამენტს, ვინაიდან გამოძიება დასრულდა. რაც შეეხება თავად გამოძიებას,  სპეცპროკურორის თქმით, რუსეთი შეეცადა, ჩარეულიყო აშშ-ის არჩევნებში:

„რუსეთის დაზვერვის ოფიცრებმა განახორციელეს გამიზნული თავდასხმა ჩვენს პოლიტიკურ სისტემაზე“, – განაცხადა მიულერმა.

სპეცპროკურორის  თქმით, მისი გუნდი მკაფიოდ დარწმუნებული რომ ყოფილიყო აშშ-ის პრეზიდენტის უდანაშაულობაში, ამას დადასტურებულად იტყოდნენ, თუმცა არც ის უთქვამთ, რომ პრეზიდენტმა დანაშაული ჩაიდინა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S