Accentnews.ge
Edison Research: გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

Edison Research: გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

29/07/2024 04:21:26 პოლიტიკა

Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 37%-ის აზრით, სწორი მიმართულებით.

ბოლო სამი კვლევის მიხედვით, გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ყველაზე მეტი, 72% 25-34 ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 71% 18-24-ში ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S