Accentnews.ge
დღეს პარიზის ოლიმპიადაზე სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

დღეს პარიზის ოლიმპიადაზე სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

28/07/2024 08:44:05 საზოგადოება

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშების მეორე დღეს, 28 ივლისს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

კერძოდ, ოლიმპიური მედლების მოპოვებას ეცდებიან მოცურავე ნოე ფანცხავა, ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი და მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი.

განრიგი ასე გამოიყურება:

  • ნოე ფანცხავა, ცურვა.

13:00 – გულაღმა ცურვა 100 მ. კვალიფიკაცია, ნახევარფინალი (23:37)

  • ვაჟა მარგველაშვილი, ძიუდო.

12:00-დან – 66 კგ.

  • კრივი - გიორგი ყუშიტაშვილი.

22:48 – 92 კგ. 1/8-ფინალი

გუშინ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ კატეგორია), თუმცა თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე ის მედლის გარეშე დარჩა. იგი გადამწყვეტ ბრძოლაში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა.

გუშინვე ოლიმპიადაზე ასპარეზობდა ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც 1/8-ფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ქალთა 100 მ. ბატერფლაის დისციპლინაში საკვალიფიკაციო გაცურვაში მიიღო მონაწილეობა ქართველმა ანა ნიჟარაძემ, რომელმაც 31 გამომსვლელში 28-ე ადგილი დაიკავა და ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S