Accentnews.ge
ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის პოზიციიდან გათავისუფლდა

ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის პოზიციიდან გათავისუფლდა

26/07/2024 15:22:20 პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის პოზიციიდან გათავისუფლდა. განკარგულებას, რომელიც 24 ივლისით თარიღდება, პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი.

განკარგულებაში მითითებულია, რომ პრემიერმა მოიწონა პრეზიდენტის 18 ივლისის განკარგულება ციხელაშვილის პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ.

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად 2020 წელს დაინიშნა. მანამდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში საქმიანობდა მოადგილისა და მინისტრის პოზიციებზე.

რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი, უცნობია. ასევე უცნობია მისი შემცვლელის ვინაობა.

ბოლოს მედიასთან ის გერმანიაში გამოჩნდა, როდესაც მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართა ღონისძიება. მას ჰკითხეს საქართველოს ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობების შესახებ, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია.

განახლება

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ციხელაშვილს როტაციის ვადა ამოეწურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S