
კვლევა: „რუსეთში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ლუკაშენკოა“
22/01/2020 07:13:05 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ყველაზე პოპულარუსი უცხოელი პოლიტიკოსია,– ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბრისას რუსეთის საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის დირექტორმა ვალერი ფედოროვმა განაცხადა.
მისი განმარტებით, პოზიტიური დამოკიდებულება უპირველესად იმითაა განპირობებული, რომ ლუკაშენო „მიუხედავად ყველა „არასი“, რუსეთში პრორუს პოლიტიკოსად განიხილება და არა პროდასავლურად და „ხალხი ამას აფასებს“.
„არაში“ ფედოროვი გულისხმობს მინსკის სავაჭრო და ენერგო პოლიტიკას.
ფედოროვის სიტყვებით, ლუკაშენკოს პოპულარობის ფაქტორია ის გარემოება, რომ „ქვეყანაში მკაცრი კონტროლის შენარჩუნების კვალდაკვალ მან ააშენა სტაბილური, განვითარებადი ეკონომიკა“. თუმცა, როგორც ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ახალგაზრდა თაობაში ლუკაშენკო ძველმოდურ პოლიტიკოსად განიხილება.
”არსებობს მოსაზრება, რომ ლუკაშენკო არის ევროპის უკანასკნელი დიქტატორი, გასული საუკუნის უცნაური, სასაცილო, ექსცენტრიული პოლიტიკოსი“,– დასძენს ფედოროვი.
ცნობისთვის: 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსს არასდროს ჰქონია განზრახვა, გახდეს სხვა სახელმწიფოს ნაწილი, თუნდაც ეს უტოს „ძმური რუსეთი“ და რომ ეს საკითხი არ განიხილება.
მისი თქმით, მოსკოვი და მინსკი არ აწარმოებენ დიალოგს პოლიტიკურ საკითხებზე, მსჯელობენ ინტეგრაციის გაღრმავებაზე. ამასთან, არ არის დაგეგმილი ორი ქვეყნის ერთიანი პარლამენტის შექმნა.
სექტემბრის შუა რიცხვებში, მედიამ გაავრცელა რუსეთსა და ბელორუსს შორის ინტეგრაციის პროექტის დეტალები, რომელიც ითვალისწინებს ერთიანი საგადასახადო და სამოქალაქო კოდექსების ჩამოყალიბებას, ორი ქვეყნის საბაჟო და ენერგიის გაერთიანებას, სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ურთიერთდახმარების უზრუნველყოფას, აგრეთვე ქონების აღრიცხვის ერთიანი სისტემის შექმნას.
მედიასთან საუბრისას ლუკაშენკომ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს ბელარუსის დადანაშაულება პარაზიტობაში.
”ჩვენ პარაზიტი არასდროს ვყოფილვართ და არც ვიქნებით. როდესაც მსგავსი რამ ისმის, მე არ მსურს მოკავშირეობა, ”- თქვა ლუკაშენკამ.
რამდენიმე თვის შემდეგ, ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ ბელორუსია და რუსეთი მზად იყვნენ გაეგრძელებინათ გაერთიანების გზა, მაგრამ სუვერენიტეტის საკითხი ამ კონტექსტში არ განიხილება.
უნდა აღინიშნოს, რომ ლუკაშენკოს პოზიცია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან დაკავშირებით ორაზროვანია: მინსკი არ ჩქარობს ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას.
ალექსანდრე ლუკაშენკოს რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს 1994 წლიდან. ბოლო 25 წლის განმავლობაში იგი ოთხჯერ აირჩიეს.
ლუკაშენკო მოსკოვისგან ითხოვს ფასდაკლებას საწვავზე, გაზზე და ა.შ. მინსკი უარს ამბობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების განლაგებაზე მისი ქვეყნის ტერიტორიაზე.