
„მადლობა ბიჭებს“ – მატარებლები ახალი ბრენდირებით იმოძრავებენ
26/07/2024 08:40:12 საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის მატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი ბრენდირებით, „მადლობა ბიჭებს“ იმოძრავებენ.
სამგზავრო მატარებლების ფანჯრები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოებით დაიბრენდა. კომპანია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის.
ბრენდირებული მატარებლები ბათუმის რეისებზე მთელი სეზონის განმავლობაში იმოძრავებენ.