Accentnews.ge
სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

26/07/2024 08:19:45 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

ამასთან, სააგენტოს მოლოდინის მიხედვით, 28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S