Accentnews.ge
სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები ცოცხლები იპოვეს

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები ცოცხლები იპოვეს

26/07/2024 07:56:26 საზოგადოება

ორი ახალგაზრდა, რომლებიც 21 ივლისის შემდეგ, დაკარგულებად მიიჩნეოდნენ, იპოვეს. ამის შესახებ ახალგაზრდების ახლობლები იტყობინებიან.

არსებული ინფორმაციით, ამჟამად ქვემო სვანეთში, ლენტეხში იმყოფებიან.

"თავად გამოაგნეს გზას, მდინარეს მოჰყვებოდნენ, ტყით მოდიოდნენ...თავად გამოვიდნენ კონტაქტზე – კარგად და ჯანმრთელად ვართო",– ამბობს ერთ–ერთი ახლობელი.

დაკარგულ 2 ახალგაზრდას მაშველები 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. დღეს დილიდან სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

როგორც დაკარგული ახალგაზრდების ახლობლები ამბობდნენ, ბიჭები ზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთში გადადიოდნენ და ტყეში დაიკარგნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S