Accentnews.ge
კონგრესმენი მადლენ დინი: "საქართველოში დემოკრატიის ბედი წყდება"

კონგრესმენი მადლენ დინი: "საქართველოში დემოკრატიის ბედი წყდება"

26/07/2024 06:44:43 პოლიტიკა

პენსილვანიელი კონგრესმენი მადლენ დინი თვლის, რომ ახლა საქართველოში "დემოკრატიის ბედი წყდება".

"ეს ძალზე საშიშია. ნათელია, რომ მთავარი საფრთხე ახლა ქართულ არჩევნებზე რუსეთის დამღუპველი გავლენაა, რომელიც ჩვენთანაც - ამერიკაშიც, ჩვენს არჩევნებთან დაკავირებითაც გვაშფოთებს. სასწორის პინაზე დევს ქართული დემოკრატია, ქვეყნის გეზი, ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ბედი - ეს წყდება ახლა საქართველოში და ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია" - განუცხადა "ამერიკის ხმას" დინმა.

მისივე თქმით, "ამერიკა და საქართველო ათწლეულებია, თანამშრომლობენ და დღეს, როცა "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონზეა საჭირო კონცენტრირება, აუცილებელია, ხაზი გაესვას მისგან მომდინარე ყველა საფრთხეს".

ცნობისთვის: წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ 11 ივლისს წარდგენილ MEGOBARI Act-ს უყარა კენჭი და პალატის კენჭისყრაზე მის გატანას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერასა და მისთვის ძირის გამომთხრელთა მიმართ სასანქციო ზომების შემოღებაზეა მიმართული, სადღეისოდ უკვე 16 თანაავტორი ჰყავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S