
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
25/07/2024 14:03:26 ეკონომიკა
25 ივლისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.08 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7160 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.23 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9469 ლარი გახდა.