
ბათუმი-ხულოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
25/07/2024 08:39:27 საზოგადოება
ბათუმი-ხულოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი, დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის კლინიკაში გადაიყვანა.
AJARATIMES.GE-ს ინფორმაციით, შემთხვევა ქედაში, სოფელ წონიარისში მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს.