რატი ბრეგაძე: თუ ივანიშვილი გაადაწყვეტს, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება
25/07/2024 07:45:49 პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, "თუ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, მისი არჩევის შემთხვევაში, ის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება".
აღნიშნული პასუხი მინისტრმა ჟურნალისტებს გასცა კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს?
„ბატონი ივანიშვილი, თუ ის გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება, თუმცა ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი არ ვიცი”, - განაცხადა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება 2017 წელს შევიდა. ცვლილების მიხედვით, 2024 წლიდან პრეზიდენტს, მოქალაქეები პირდაპირი არჩევის წესით აღარ აირჩევენ.


