Accentnews.ge
რუსეთის განახლებული მთავრობის შემადგენლობა ცნობილია

რუსეთის განახლებული მთავრობის შემადგენლობა ცნობილია

21/01/2020 17:26:41 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ახალი მთავრობის სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ მიხაილ მიშუსტინის თავმჯდომარეობით.

პრემიერ-მინისტრს ეყოლება ცხრა მოადგილე, ერთ-ერთი მათგანი იქნება პირველი ვიცე-პრემიერი. ეს იქნება ანდრეი ბელოუსოვი, რომელიც ადრე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იყო.

ირკვევა, რომ მიხაილ მიშუსტინის კაბინეტში პორტფელებს სერგეი ლავროვი და სერგეი შოიგუ შეინარჩუნებენ.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასე გამოიყურაბეა:

  • საგარეო საქმეთა მინისტრი – სერგეი ლავროვი;
  • თავდაცვის მინისტრი – სერგეი შოიგუ;
  • ენერგეტიკის მინისტრი – ალექსანდრე ნოვაკი;
  • შს მინისტრი – ვლადიმირ კოლაკოვცევი;
  • კულტურის მინისტრი – ოლეგ ლუბიმოვა;
  • ტრანსპორტის მინისტრი – ევგენი დიტრიხი;
  • მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი – დენის მანტუროვი;
  • კავშირგაბმულობის მინისტრი – მაკსუტ შატაევი;
  • ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრი – დიმიტრი კობილკინი.

პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის მთავრობა 15 იანვარს გადადგა, როცა პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გამოაცხადა. მედვედევი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S