აშშ-ის სენატში, მათ შორის, საქართველოზე კიდევ ერთი მოსმენა 30 ივლისს გაიმართება
24/07/2024 17:18:03 პოლიტიკა
აშშ-ის სენატში, მათ შორის, საქართველოზე კიდევ ერთი მოსმენა 30 ივლისს გაიმართება - ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.
მისი ცნობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს და სხდომაზე განხილული იქნება ევროპის მომავალი.
პრეზიდენტს ბაიდენის ადმინისტრაციიდან მომხსენებელი იქნება ჯიმ ობრაიენი.
"მთავარი ფოკუსი: ნატო, უკრაინა, საქართველო, უნგრეთი და სხვა ძირითადი საკითხები" - წერს რაუფოღლუ.


