მოსკოვი პუტინის ОДКБ-ში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა
24/07/2024 17:02:37 პოლიტიკა
მოსკოვში პუტინის ОДКБ-ში (კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია) საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ წარმომადგენელ მარია ზახაროვას შესაბამისი კითხვით რუსული სახელისუფლებო მედიის წარმომადგენელმა მიმართა.
საპასუხოდ ზახაროვამ განაცხადა, რომ "საქართველოს სუვერენული უფლება აქვს, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, გაწევრიანდეს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რაიმე საერთაშორისო გაერთიანებებსა თუ სტრუქტურებში, თუ არა, თუმცა განცხადებები საქართველოს ОДКБ-ში მიწვევის შესახებ რუსეთის ოფიციალურ პოზიციას არ განეკუთვნება".
ასევე "არ განეკუთვნება რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიცის", მისი მტკიცებით, ამასწინანდელი განცხადება რუსეთის მზაობის შესახებ, საქართველოს ხელისუფლებას "შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში დაეხმაროს", რომელიც რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი კლიმოვმა გააკეთა.
ცნობისთვის: ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს უშიშროების სამსახურში აქტიურად იბარებენ დაკითხვაზე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. სუს-ი ირწმუნება, რომ უკრაინაში მყოფი ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების "ორგანიზებით და დაფინანსებით" საქართველოს მმართველი პარტიის დამძუნებლისა და საპატიო თავმჯდომარის - ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების "მკვლელობის მზადებას" იძიებს.


