Accentnews.ge
"ორ ახალგაზრდას 400 ლარისთვის ღუპავენ" – ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულები პატიმრობაში დატოვეს

"ორ ახალგაზრდას 400 ლარისთვის ღუპავენ" – ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულები პატიმრობაში დატოვეს

24/07/2024 12:39:48 საზოგადოება

საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, “აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების დროს დაკავებული 19 და 23 წლის ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

პროკურატურა მათ პარლამენტთან აღმართული რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებას ედავება –ზიანის ჯამური ღირებულებაც 400 ლარია, თუმცა ახალგაზრდებს წაყენებული მუხლით (სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტი) 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღეს დაცვის მხარემ კვლავ დააყენა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა. განიმარტა, რომ ზიანი, რომელიც სახელმწიფოს მიადგა, უკვე ანაზღაურებულია; ამასთან, არ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების რისკები, რაზეც აპელირებდა ბრალდება, ვინაიდან მოწმეები სამართალდამცველები არიან და შესაძელებელია ბრალდებულებთან მიმართებით არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება. მოსამართლე ნათია გუდაძემ აღნიშნული არ დააკმაყოფილა.

სხდომაზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი გამოიკითხა. მან თქვა, რომ ბრალდებულების მიერ ჯებირის დაზიანებაზე ინფორმაცია მიიღეს რამდენიმე ტელეარხის მიერ გადაღებული კადრების გაშიფრვის შემდეგ.

"სჯიან ამ ორ ახალგაზრდას, რომ სხვები დაშინდნენ, მაგრამ ორი ადამიანის დაჭერით ყველას ვერ დააშინებენ – მთელ ახალგაზრდობას... მზად ვართ ჩვენ ეს ზიანი ავანაზღაუროთ – 400 ლარი კი არა, 1 000 ლარიც რომ იყოს, ავანაზღაურებთ.... 400 ლარზეც ლაპარაკიც არ უნდა იყოს – 250 ლარია ერთი და 150 ლარი თურმე გაკეთებას სდომებია... სირცხვილი მთავრობას... [ახალგაზრდებს] ღუპავენ 400 ლარის გულისთვის", - ამბობს საბა მეფარიშვილის დედა – შორენა როხვაძე.

მომდევნო პროცესი 30 ივლისს, 16:00 საათზე გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S