
22 ივლისი დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა
24/07/2024 11:35:07 მსოფლიო, საზოგადოება
ორშაბათი, 22 ივლისი ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა დაკვირვების ისტორიაში, ანუ 1940 წლიდან. აღნიშნული ევროპული კლიმატის ცენტრის წინასწარი მონაცემებიდან გამომდინარეობს.
საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ ამ დღეს 17,15°C-ს მიაღწია.
წინა რეკორდი სულ რაღაც ერთი დღით ადრე დაფიქსირდა. ევროპული კლიმატის ცენტრის იტყობინება, რომ კვირას, 21 ივლისს, გლობალური საშუალო ტემპერატურა იყო 17,09°C - გადაილახა გასული წლის რეკორდი.
კლიმატოლოგი გერმანიის ლაიფციგის უნივერსიტეტიდან კარსტენ ჰაუსტეინი ვარაუდობს, რომ გასულ ორშაბათს დამყარებული რეკორდი შესაძლოა ყველაზე მაღალი იყოს გასული "ათობით ათასი წლის განმავლობაში“.
მეცნიერმა აღნიშნა, რომ თუ გასული წლის რეკორდები დამყარდა ელ–ნინოს გავლენით - წყნარი ოკეანის ეკვატორული წყლების ტემპერატურის ზრდა, არსებული მაქსიმუმები ასახავს კლიმატის წმინდა ანთროპოგენურ ცვლილებას.
ბოლო დღეებში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა იაპონიის, ინდონეზიისა და ჩინეთის ქალაქებში. ანტარქტიდაში, აფრიკის რამდენიმე რაიონში, აშშ-სა და კანადაში შეინიშნება ანომალიური ტემპერატურა. ყურის ქვეყნებში სითბოს ინდექსი, რომელიც ითვალისწინებს ტენიანობას, აღემატება 60°C-ს. ევროპის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა 45°C-მდე გაიზარდა.