
რუსეთში „მსმელებს“ იძულებით მკურნალობას უპირებენ
21/01/2020 13:42:42 მსოფლიო
დანაშაულის პრევენციის რუსეთის სამთავრობო კომისია გამოვიდა წინადადებით, იძულებითი მკურნალობა დაენიშნოთ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომელთაც არაერთხელ დაირღვეს კანონი საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მიღების, ან ალკოჰოლური ინტოქსიკაციისას. შესაბამისი დოლუმენტი გაზეთ "Известия"–ს ხელში აღმოჩნდა.
დოკუმენტის თანახმად, კომისიამ დაავალა შს და იუსტიციის სამინისტროებს, შეისწავლოს წინადადება და 1 მარტამდე და დასკვნა ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნოს. საბოლოო მიზანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი სტატიის შემოღებაა.
მთავრობა თვლის, რომ შემოთავაზებული ღონისძიება ხელს შეუწყობს ქვეყანაში „ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების დონის შემცირებას“.