Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი კავკასიის მედიცინის ცენტრს სტუმრობდა

ჯანდაცვის მინისტრი კავკასიის მედიცინის ცენტრს სტუმრობდა

24/07/2024 06:48:16 საზოგადოება, რეკლამა

ჯანდაცვის მინისტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა, რომელმაც საერთაშორისო აკრედიტაციაა მოიპოვა და Joint Commission International-ის (JCI) აკრედიტებული მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინიატრო ავრცელებს.

"მიხეილ სარჯველაძემ, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, სამედიცინო დაწესებულება დაათვალიერა, შემდეგ კი საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად განხორციელებული ცვლილებების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კლინიკის მიერ, JCI აკრედიტაციის მოპოვება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანეს სიახლე პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფის გარანტიაა, რაც თავის მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები,ასევე, სპეციალურად მოწვეული, სხვა სტუმრები ესწრებოდნენ", – ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S