Accentnews.ge
ერგნეთში IPRM-ის მორიგი შეხვედრა იმართება

ერგნეთში IPRM-ის მორიგი შეხვედრა იმართება

23/07/2024 08:10:35 პოლიტიკა

სოფელ ერგნეთში "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" (IPRM) ფარგლებში რიგით 120-ე შეხვედრა იმართება. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, მთავარი საკითხი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება, მათ შორისაა რამაზ ბეღელური, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამასთან, მისი თქმით, წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპანტებმა ახალი ინსტალაციები გააკეთეს გორის, ქარელისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში.

"დღევანდელ შეხვედრაზე დღის წესრიგის მთავარი საკითხი გახლავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 8 თანამოქალაქე და მთავარი აქცენტი გაკეთდება, რათა მათ მიმართ ჰუმანიტარული მიდგომა იქნეს გამოყენებული და ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. გარდა ამისა, დაფიქსირებული იქნება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 8 შემთხვევა, 16 მაისიდან 22 ივლისის მდგომარეობით", -განაცხადა ანთაძემ.

IPRM-ის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S