
ასპინძასა და ნინოწმინდაში ბრუცელოზის შემთხვევები გამოვლინდა
23/07/2024 06:02:46 საზოგადოება
ინფექციური დაავადება ბრუცელოზი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიაში ერთ პირს დაუდასტურდა, ხოლო ცხოველში ბრუცელოზის შემთხვევა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა, – იუწყება "სამხრეთის კარიბჭე".
როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მზია პაპაშვილი ამბობს, ბრუცელოზით ინფიცირების ერთი შემთხვევა, მიმდინარე წლის აპრილში, სოფელ ივერიაში გამოვლინდა. ინფექცია მამაკაცს დაუდასტურდა. იგი მკურნალობის კურს ბინაზე გადის.
რაც შეეხება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, აქ ბრუცელოზი მხოლოდ პირუტყვს დაუფიქსირდა.