ზელენსკი: ვამზადებთ უკრაინის უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას, ეს თავდაცვის მხარდაჭერას, ფინანსებს და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას გულისხმობს

22-07-2024 22:55:23 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადდება უსაფრთხოების ახალი შეთანხმებები, რომელიც გულისხმობს თავდაცვის, ფინანსურ და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას.

''ჩვენი გუნდი უკრაინის უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას ამზადებს. მოლაპარაკებები მალე დაიწყება. ეს შეთანხმებები თავდაცვის მხარდაჭერას, ფინანსებს და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას გულისხმობს.

ამის შემდეგ, ჩვენს პარტნიორებთან ასეთი 30 ხელშეკრულება გვექნება. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ NATO-ს წევრი, არამედ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაც. ისინი ყველა თანაბრად მზად არიან დაგვეხმარონ ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვაში.

მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება საკუთარი ინსტრუმენტები ჩვენი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მხარდასაჭერად - ჩვენი უსაფრთხოების მექანიზმები, რომლებიც იმუშავებენ ყველა პირობებში. ასე მივდივართ წინ.'' - ამბობს ზელენსკი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები