Accentnews.ge
კვლევა: რესპონდენტები სამ მთავარ პრობლემად უმუშევრობას, სიღარიბესა და პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებენ

კვლევა: რესპონდენტები სამ მთავარ პრობლემად უმუშევრობას, სიღარიბესა და პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებენ

22/07/2024 11:26:06 საზოგადოება

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) გამოაქვეყნა კვლევა "კავკასიის ბარომერტი" 2024, რომლის მიხედვით, რესპონდენტები სამ მთავარ პრობლემად უმუშევრობას, სიღარიბესა და პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებენ.

კერძოდ, გამოკითხულთა უმეტესობა (26%) ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, 13%– სიღარიბეს და 10% პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს.

კვლევის საველე სამუშაოები 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1 509 რესპონდენტი – საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. გამოკითხვის მეთოდი – კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S