
კვლევა: რესპონდენტთა უმეტესობა ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას
22/07/2024 10:38:32 პოლიტიკა, საზოგადოება
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) გამოაქვეყნა კვლევა "კავკასიის ბარომერტი" 2024, რომლის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს გამოკითხულთა 21% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 3% –"ნაციონალურ მოძრაობას", 3% – პარტიას "ახალი". დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს 1% აქვთ
რესპონდენტთა 31% კი ამბობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს.
ამასთან, გამოკითხულთა 65 % ამბობს, რომ კვირას რომ არჩვენები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას მიიღებდა.
კვლევის საველე სამუშაოები 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1 509 რესპონდენტი – საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. გამოკითხვის მეთოდი – კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).