
კვლევა: გამოკითხულთა 34% სასამართლოს არ ენდობა
22/07/2024 10:27:05 საზოგადოება
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) გამოაქვეყნა კვლევა "კავკასიის ბარომერტი" 2024, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 34% სასამართლოს არ ენდობა.
რესპონდენტთა 18% ამბობს, რომ საერთოდ არ ენდობა, ხოლო 16% აცხადებს, რომ უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა.
მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით მცირედით შემცირებულია, რადგან წინა კვლევაში ჯამში 36% არ ენდობოდა.
2024 წლის კვლევის შედეგების თანახმად, სასამართლო სისტემას სრულად გამოკითხულთა მხოლოდ 7% ენდობა.
კვლევის საველე სამუშაოები 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1 509 რესპონდენტი – საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. გამოკითხვის მეთოდი – კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).