
კვლევა: რესპონდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ვინმესთან/ რომელიმე ომში ჩაბმა მოსალოდნელი არ არის
22/07/2024 10:06:53 საზოგადოება
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) გამოაქვეყნა კვლევა "კავკასიის ბარომერტი" 2024, რომლის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ვინმესთან/ რომელიმე ომში ჩაბმა მოსალოდნელი არ არის.
კერძოდ, კითხვაზე, "რამდენად მოსალოდნელი ან არასამოსალოდნელია, რომ საქართველო ვინმესთან/ რომელიმე ომში ჩაებმება", პასუხები ასე გადანაწილდა:
- საერთოდ არ არის მოსალოდნელი: 35
- უფრო არამოსალოდნელია, ვიდრე მოსალოდნელი: 28
- უფრო მოსალოდნელია , ვიდრე არამოსალოდნელი: 14
- ძალიან მოსალოდნელია: 2
- არ ვიცი: 21
- უარი პასუხზე: 1
კვლევა „კავკასიის ბარომეტრი” ორგანიზაცია CRRC-იმ ჩაატარა.
კვლევის საველე სამუშაოები 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1 509 რესპონდენტი – საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. გამოკითხვის მეთოდი – კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).