
კახეთში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
22/07/2024 08:32:51 საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან დასავლეთით 9 კმ.-ში სოფელ გამარჯვებასთან იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდას შეადგენდა.