ვაზიანის აერპორტის პროექტით ჩინეთი დაინტერესდა
21/07/2024 18:22:19 პოლიტიკა
ვაზიანის ტერიტორიაზე აეროპორტის მშენებლობის პროექტით ჩინეთი ინტერესდება. ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ "ქართული მხარე თბილისში ახალი აეროპორტის აშენებას გეგმავს, ჩინეთი ხომ არ არის დაინტერესებული?", ელჩმა განაცხადა: "როგორც ახლახანს აღვნიშნე, საქართველოს ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ მრავალი ჩინური კომპანიის ყურადღება მიიპყრო. თუ იქნება შესაძლებლობა, ვიმედოვნებთ, რომ ორ მხარეს შორის ახალი თანამშრომლობა შედგება ამ პროექტზე."
ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება.
ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო ბაზა მდებარეობს, აქვეა NATO-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზაც.
იხილეთ ასევე: აეროპორტი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე: ოთხი კითხვა გენერლისგან
ჩინეთი საქართველოსთან მიმართებით გადადგმულ არამეგობრულ ნაბიჯებზე დუმილს ამჯობინებს
მოსკოვის მადაზე ზემოქმედების პეკინის მოიმედეთა ილუზიები
"გაკვეთილი მეზობლებისთვისაც": რას ამბობს სტრატეგიული პარტნიორის "დუმილი"


