Accentnews.ge
ალიევი პარიზს დამოუკიდებლობის მსურველი ფრანგული ტერიტორიების დახმარებით ემუქრება

ალიევი პარიზს დამოუკიდებლობის მსურველი ფრანგული ტერიტორიების დახმარებით ემუქრება

21/07/2024 18:11:43 პოლიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 20 ივლისს პირობა დადო, რომ დაეხმარება საფრანგეთის ტერიტორიებს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში.

ეს ბაქოს პარიზის წინააღმდეგ მიმართული ბოლო ნაბიჯი იყო, რაც უკავშირდება კავკასიაში ხანგრძლივი კონფლიქტს და მასში საფრანგეთის პოზიციას.

ბოლო თვეების განმავლობაში, აზერბაიჯანის ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს საფრანგეთის სამხრეთ წყნარი ოკეანის ტერიტორიის, ახალ კალედონიის მიმართ, სადაც მღელვარება არ ცხრება სადავო საარჩევნო რეფორმით მკვიდრი მოსახლეობის უკმაყოფილების გამო.

ალიევმა ეს თქვა ფორუმზე პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე - ბაქოში მოწყობილი კონგრესის შემდეგ, რომელიც აერთიანებს დამოუკიდებლობის მომხრე ჯგუფებს ახალი კალედონიიდან და საფრანგეთის სხვა ტერიტორიებიდან.

„ჩვენ დაგიჭერთ მხარს, სანამ არ გათავისუფლდებით“, - განუცხადა ალიევმა ფორუმს და თქვა, რომ საფრანგეთის ზოგიერთი ტერიტორია კვლავ კოლონიალიზმის სუბიექტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S